"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს წარმოადგენს საქართველოში. ჰოლდინგში შემავალი კომპანიები 30 წელზე მეტია, რაც ოპერირებენ ადგილობრივ ბაზარზე და ასევე ახორციელებენ ინვესტიციებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ჯგუფში შემავალი ბიზნეს ერთეულების საქმიანობის სფეროები დივერსიფიცირებულია და მოიცავს: ელექტროენერგიის გენერაციას, ბუნებრივი აირით ვაჭრობას, უძრავი ქონების მართვასა და განვითარებას, განათლებას, დაზღვევას, ჯანდაცვას და სამშენებლო მასალების წარმოებას. ჯგუფი ასევე ახორციელებს ინვესტიციებს არადაკავშირებულ სექტორებშიც, როგორც ადგილობრივად, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
მიუხედავად უკვე არსებული მრავალპროფილური პორტფელისა, ჯგუფი მუდმივად აგრძელებს ზრდას, ახალ სექტორებში შესვლას და პოზიციების გამყარებას.
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო აღრიცხვის და ანგარიშგების სპეციალისტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები მოვალეობები:
** საგადასახადო/ბუღალტრული აღრიცხვის აუდიტში ჩართულობა ჯგუფში შემავალ თითოეულ კომპანიაში და მიღებულ შედეგებზე რეპორტების მომზადება;
** ბუღალტრული აღრიცხვის სისწორის შემოწმებაში და საგადასახადო რისკების შეფასებაში ჩართულობა, წერილობითი რეკომენდაციების გაცემა და მათი მონიტორინგი;
** ჯგუფის კომპანიებში ბუღალტრების მიერ აღრიცხვის წარმოების პროცესში წარმოშობილ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული გზების მოძიება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი ფინანსების მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგად ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ACCA ან სხვა საბუღალტრო კურსი;
** MS Office და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა.
პიროვნული და პროფესიული მახასიათებლები:
** უწყვეტი პროფესიული განვითარების სურვილი;
** საგადასახადო მიმართულებისადმი მაღალი ინტერესი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@gig.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!