www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების აღმოსავლეთ რეგიონული მენეჯერი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების აღმოსავლეთ რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა.შ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტების მოზიდვა, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება;
** პოტენციური მომხმარებლის ინფორმირება ნოვას პროდუქტების შესახებ, საჭირო ინფორმაციის მიწოდება სწორი არხებით და ინტენსივობით;
** მომხმარებლების მოთხოვნის შესწავლა პროდუქტის ხარისხობრივ მახასიათებლებზე;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა და მის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
** კლიენტების მონაცემთა ბაზის მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა;
** გაყიდვების ჯგუფის მართვა;
** გაყიდვების ჯგუფისთვის ყოველთვიური და კვარტალური გეგმების გაცნობა;
** გეგმის შესასრულებლად შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება და მისი დანერგვის / განხორციელების ორგანიზება;
** გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენა და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
** რეპორტინგი;
** დებიტორების მართვა;
** შეხვედრების ორგანიზება და მისი ჩატარების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მოტივირება და შესრულებული სამუშაოს შეფასება;

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე გაყიდვების მიმართულებით;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია).

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** პედანტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 7 ოქტომბერი.

დაინტერესების შემთხვევაში თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება კომპანიის მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "კორპორატიული გაყიდვების აღმოსავლეთ რეგიონული მენეჯერი".

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |