კომპანია "სოფტგენი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული და საცალო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
შენიშვნა: შესაძლებელია განსხვავებული (მოქნილი) სამუშაო გრაფიკიც.
მოვალეობები:
** სოფტგენ ჯგუფში არსებული პროდუქციის, სერვისების შესწავლა და მისი შეთავაზება კლიენტებისთვის;
** კორპორატიულ მომხმარებლებთან ეფექტიანი მოლაპარაკებები და პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კონტაქტის შენარჩუნება;
** პოტენციური კლიენტების ბაზების შექმნა, კატეგორიზაცია და არსებული ინფორმაციის მუდმივი განახლება;
** ბაზარს მორგებული სხვადასხვა ტიპის კორპორატიული შეთავაზებების, პაკეტების შექმნა-განახლება;
** კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების, ასევე შეთავაზებების/პაკეტების პრეზენტირება;
** პარტნიორებთან მუდმივი და ეფექტიანი კომუნიკაცია (ტელეფონით, Mail-ზე და სხვა არხებით);
** პარტნიორების ლოიალურობის უზრუნველყოფა;
** პროფილურ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** კორპორატიული სექტორისთვის საჭიროების შემთხვევაში წერტილოვანი საპრომოციო აქტივობების დაგეგმვა-კოორდინირება;
** სოციალური მედია საშუალებების მეშვეობით (ინტერნეტ ფორუმები, ვებ-ბლოგები...) კომპანიის პრომოცია, აქტივობების დაგეგმვა, სოციალური ქსელისა და ვებ-სივრცის მართვა;
** განსაზღვრული სტრატეგიის შესაბამისად კონტენტის და სარეკლამო ვიზუალის შექმნა/შექმნის უზრუნველყოფა;
** კომპანიის სოციალური მედია კამპანიის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში თანამონაწილეობა.
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.
მოთხოვნები:
** ინგლისური (B2) და რუსული (საბაზისო დონეზე);
** შემოქმედებითი და პროგრესული ხედვა;
პიროვნული უნარები:
** პრიორიტეტების განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობა და დისციპლინირებულობა
** გამართული მეტყველება უნარი
** პრეზენტაციის მომზადების და ჩატარების უნარი
** მოტივირებული;
** პოზიტიური;
** მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი.
ხელფასი:
ზრდადი ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 800-1300 ლარამდე, კვალიფიკაციის შესაბამისად (დამატებით - სამედიცინო დაზღვევა)
გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე career@softgen.ge 2023 წლის 10 ოქტომბრამდე და subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!