შპს "ჭიათურმანგანუმ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი ფუნქციები:
** სახელფასო უწყისების დამუშავება
** ხელფასების, ბონუსების, სადაზღვევო პრემიის უწყისების კონტროლი და დარიცხვა
** თანამშრომელთა კვების და სადაზღვევო მომსახურების დარიცხვა
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ცვეთის დარიცხვა და კონტროლი
** კრედიტორული და დებიტორული ვალდებულებების სისწორის კონტროლი
** საბუღალტრო პროგრამის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ხარვეზების გამოსწორება და მისი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** RS.ge-ზე ასახული მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან.
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია საბუღალტრო განხრით)
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა), საბუღალტრო პროგრამების: Oris; 1C; პრაქტიკული ცოდნა
** წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშების მომზადების უნარი
** ორგანიზების და დაგეგმარების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კვება
** ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@chmg.com.ge და სათაურში მიუთითოთ "ბუღალტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.