იტალიური ბრენდის Tonino Lamborghini-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, "ილევენ ჯგუფი", აცხადებს ვაკანსიას ავტომატური აპარატის ტექნიკოსის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის კუთვნილი ყავის აპარატების ინსპექტირება, შემოწმება, მონიტორინგი, ტექნიკური დამუშავება და მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა ;
** ზეპირი კონსულტაცია სანიტარიის, ჰიგიენისა და ობიექტის მოვლა-პატრონობის მიმართულებით;
** ყოველთვიურად, ხელმძღვანელის მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, ობიექტებზე ვიზიტების წარმოება;
** დოკუმენტური მონაცემების წარმოება ობიექტებთან დაკავშირებით და გახარჯული მასალა - მარაგების აღრიცხვა;
** კომპანიის სხვადასხვა ტექნიკური საჭიროებების გამოვლენა.
საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;
** ავტომობილის მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2023 წლის 06 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@elevengroup.ge
მეილის Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ავტომატური აპარატის ტექნიკოსი". კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 595 11 18 03.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.