"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს წარმოადგენს საქართველოში. ჰოლდინგში შემავალი კომპანიები 30 წელზე მეტია, რაც ოპერირებენ ადგილობრივ ბაზარზე და ასევე ახორციელებენ ინვესტიციებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჯგუფში შემავალი ბიზნეს ერთეულების საქმიანობის სფეროები დივერსიფიცირებულია და მოიცავს: ელექტროენერგიის გენერაციას, ბუნებრივი აირით ვაჭრობას, უძრავი ქონების მართვასა და განვითარებას, განათლებას, დაზღვევას, ჯანდაცვას და სამშენებლო მასალების წარმოებას. ჯგუფი ასევე ახორციელებს ინვესტიციებს არადაკავშირებულ სექტორებშიც, როგორც ადგილობრივად, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
მიუხედავად უკვე არსებული მრავალპროფილური პორტფელისა, ჯგუფი მუდმივად აგრძელებს ზრდას, ახალ სექტორებში შესვლას და პოზიციების გამყარებას.
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი: საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფის მასშტაბით ფინანსური ანგარიშგების სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზი; ფინანსური ანგარიშგების მომზადება.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველწლიურად, ასევე ყოველი ექვსი თვის ჭრილში მოგება-ზარალის უწყისის, ბალანსის, კაპიტალისა და ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისების მომზადებაში ჩართულობა; საჭიროებისამებრ სხვა სახის ფინანსური რეპორტების აწყობა;
** კონსოლიდირებული ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** ჯგუფის მასშტაბით ბუღალტრული ბაზების დამუშავება და საჭირო კორექტირებების შეტანაში მონაწილეობის მიღება; დარიცხვების შემოწმება და ბუღალტრული ბაზების სისრულისა და გამართულობის კონტროლში ჩართულობა;
** ჯგუფის მასშტაბით მიმდინარე ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზში ჩართულობა და რეკომენდაციების გაცემა;
** ფინანსური აუდიტის პროცესში აუდიტორებთან ურთიერთობა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში, ჯგუფის თანამშრომლებისთვის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ რეკომენდაციების გაცემა;
** პროფესიული სიახლეების გაცნობა;
კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** IFRS მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია, მაგრამ აუცილებელი არაა, აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ACCA სასურველი, მაგრამ არა სავალდებულო.
** სასურველია საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა.
** MS Office (MS Excel - ძალიან კარგად ცოდნა);
** სასურველია 1C.
დაინტერესებულ პირებს, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@gig.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!