www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ლოიალტე
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 8 ოქტომბერი

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "ლოიალტე" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

"ლოიალტე" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია. კომპანია აერთიანებს აუდიტორულ და საკონსულტაციო სერვისებს (www.loialte.com.ge) და ტრენინგ ცენტრს (https://erudio.ge/ka)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ძირითადი საშუალებების მიღება და ცვეთის დარიცხვა;
** ხელფასების, ბონუსების, დარიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
** საბანკო ოპერაციების აღრიცხვის განხორციელება, საბუღალტრო პროგრამაში შეყვანა;
** ანგარიშ-ფაქტურის გაწერა/მიღება;
** დებიტორ-კრედიტორების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში;
** სესხებისა და მასზე გაანგარიშებული პროცენტების გატარება ბუღალტრულად;
** დეკლარაციების მომზადება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა: ORIS;
** სავალდებულოა ინგლისური ან/და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** Excel-ში Vlookup, Pivot, Sumif ფუნქციების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობა;
** კომუნიკაბელური.

დასაქმების პირობები:

** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
** სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, შაბათი;
** სამუშაო საათები: 10:00-18:00, 10:00-15:00;
** ლოკაცია: ქ.თბილისი. წერეთლის გამზირი.

დაინტერესების შემთხვევაში გამიზიარეთ რეზიუმე: Career@loialte.com.ge
მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სამშენებლო კომპანიის ბუღალტერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |