www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 12 ოქტომბერი

სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას დამწყები მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

ჩვენ გთავაზობთ გამოცდილების მიღებას და პროფესიულ განვითარებას.

მოთხოვნები:

** კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავსი დარგის განათლება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა, C1 დონე;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა, განსაკუთრებით MS Excel.

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00სთ.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი N64

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge

გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |