ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში, აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას, საბოლოო ანგარიშსწორების კონტროლის განხრით, ფინანსურ დეპარტამენტში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევი
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი (40 სთ/კვირაში)
კომპანიის შესახებ:
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს " Max Power-ის " და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად, არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი. კომპანიაში დასაქმებულია 500-მდე თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით.
ძირითადი მოვალეობები:
** ზედნადებების კორექტირება;
** დაბრუნებების ზედნადებების /ფაქტურების ატვირთვა;
** დაბრუნებული შეკვეთების გაუქმება;
** ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, სხვა პროცესებში ჩართულობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება ან ფინანსების/ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია, 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და აქტიურობა;
ანაზღაურება და შეღავათები
** სტაჟირების პერიოდი ანაზღაურებადია - 500 ლარი (net);
** შესაძლებლობა გაიზარდოს "Iberia Refreshments - Pepsi Georgia-ს" მაღალპროფესიონალურ გუნდთან ერთად;
** კორპორატიული სამედიცინო დაზღვევა (სტანდარტული პაკეტი);
** კორპორატიული SIM ბარათი;
** ტრანსპორტირება ისნის მეტროდან;
აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:
ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge. პოზიციის დასახელება " სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში" უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 12.10.2023 წ.