www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 12 ოქტომბერი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, თბილისში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.

"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-ზე მეტ თანამშრომელს კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.

კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

გორგია წარმოდგენილია 11 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის სწრაფი, ხარისხიანი, თავაზიანი და მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** კომპანიაში მიმდინარე პროცესების, სერვისებისა და აქციების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
** მომხმარებელთა მოთხოვნების განსაზღვრა, მოთხოვნილი სერვისის/მომსახურების მიხედვით მათი დაკვალიანება, კონსულტირება;
** მომსახურებისას წარმოქმნილი შეფერხებების, ასევე პრობლემური შეტყობინებების ჩანიშვნა, გარკვევა, დროულად მოსაგვარებლად პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის ჩართულობის უზრუნველყოფა;
** ონლაინ შეკვეთების ჩანიშვნა და შესაბამის განყოფილებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** გამოტოვებული შეტყობინებების მონიტორინგი, საჭიროების შესაბამისად მომხმარებლებთან უკუკავშირის განხორციელება;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV აღნიშნულ ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |