www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი ქონება 360 გრადუსით
მომწოდებელი: უძრავი ქონების საერთაშ. აკადემია - საქართველო
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

"უძრავი ქონების საერთაშორისო აკადემია - საქართველო" წარმოგიდგენთ ინოვაციურ სატრენინგო კურსს - უძრავი ქონება 360 გრადუსით.

პროგრამის თანაორგანიზატორები არიან FIABCI-Georgia და Property Georgia - ფროფერთი ჯორჯია.

აკადემიის მიზანია სამშენებლო-დეველოპერულ სფეროში უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების ინიცირება და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების, ცოდნის, ექსპერტიზის გაზიარება.
ბიზნესთან დაკავშირებული, ახალ რეალობაზე მორგებული აკადემიური და პრაქტიკული ცოდნის ამაღლება ადგილობრივი თუ საერთაშორისო პრაქტიკოსი ტრენერების ჩართულობით.

სატრენინგო კურსის ფარგლებში შემოგთავაზებთ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების და პრაქტიკოსი მენტორების მიერ მომზადებულ, მუდმივად განახლებად თემატიკებს, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ლოკალურ თუ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან და საჭიროებებთან, ტრენდებთან, სექტორში დაგეგმილ საკანონმდებლო თუ კონიუნქტურულ ცვლილებებთან.

სატრენინგო კურსი განკუთვნილია ყველა იმ პროფესიონალისთვის, რომელიც თავისი საქმიანობის სპეციფიკით დაკავშირებულია უძრავი ქონების სფეროსთან, მათ შორის:

** სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების მფლობელები, საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერები
** საკონსულტაციო, ფინანსური, იურიდიული, არქიტექტურული და სხვა კომპანიების წარმომადგენლები
** საკრედიტო მენეჯერები, პოტენციური ინვესტორები, ფონდების მენეჯერები და სხვა.

თემები:

** ხარისხის მართვა და კონტროლი მშენებლობაში
** სერვის ლიდერშიფი
** უძრავი ქონების დეველოპმენტის კონცეფციის შემუშავება ბაზრის კვლევა და უძრავი ქონების შეფასება
** უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები.
** კომერციული სტრატეგია
** უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საგადასახადო საკითხები
** პროექტირების როლი მშენებლობაში
** არქიტექტურა
** მშენებლობის მენეჯმენტი უძრავ ქონებაში
** ლიდერობა და კორპორატიული კულტურა
** მარკეტინგი
** ადამიანური კაპიტალის როლი უძრავი ქონების სექტორში

თარიღი: 17, 19, 21 ოქტომბერი

სარეგისტრაციო ბმული: https://propertygeorgia.ge/ge/education/1567-udzravi-koneba-360-gradusit?fbclid=IwAR0cGDehbKDZ8oReKY5vnN-t7AXS7fFGn1dRfA0PBEHgv5Xusl40b0rUKvo

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
კურსის ღირებულება: 1450 ლარი, FIABCI-Georgia-ს წევრებისთვის 1, 150 ლარი
სტუდენტებისთვის მოქმედებს 50% ფასდაკლება.

ადგილები შეზღუდულია!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |