www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისპეტჩერი
მომწოდებელი: თბილისი ენერჯი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 12 ოქტომბერი

შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ცენტრალური სადისპეტჩეროს დისპეტჩერის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი ან პროფესიული განათლება;

სამუშაო გამოცდილება: უპირატესობა მიენიჭება ანალოგიურ სამსახურში მუშაობის გამოცდილებას;

ძირითადი მოვალეობები:

** გამანაწილებელი გაზსადენების ტექნიკური მდგომარეობისა და მოხმარებული გაზის მოცულობის შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად შეგროვება;
** ბუნებრივი გაზის მოწოდებისა და ტრანსპორტირების დაგეგმვის მონაცემთა ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;
** გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება;
** ქალაქის მკვებავ სათავო და შიდა გაზგამანაწილებელ სადგურებზე (შემდგომში - ``გმს") წნევის რეგულირება;
** ქალაქის მკვებავ სათავო გმსებიდან-დან გაზის ხარჯის შესახებ ინფორმაციის საათში ერთხელ (ზაფხულის სეზონზე - ყოველ 2 საათში ერთხელ) მიღება;
** ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის, გაზსადენზე ავარიისა და სხვა შეფერხებების შესახებ ჟურნალის წარმოება და ინფორმაციის ხელმძღვანელობისათვის ოპერატიულად მიწოდება;
** გაზსადენებზე მომხდარი ავარიებისას შესაბამისი სამსახურების გამოძახების უზრუნველყოფა და ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე კონტროლის განხორციელება;
** გმს-ის ოპერატორების მიერ გადმოცემული მონაცემების ელექტრონულ ბაზაში ასახვა და მათი სიზუსტის შემოწმება;
** კომპანიაში მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა;
** სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალობა;

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ18ა;
ანაზღაურება: შეთანხმებით;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: public@te.ge ან vacancies@te.ge (ელ. ფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 12 ოქტომბერი;

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით https://www.te.ge

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |