www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომსახურების ცენტრის ტექნიკოსი
მომწოდებელი: თბილისი ენერჯი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 12 ოქტომბერი

შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ცენტრის ტექნიკოსის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საშუალო /პროფესიული ან უმაღლესი განათლება;

დამატებითი მოთხოვნები:

** საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** შენობების გაზმომარაგების ქსელის და მასზე არსებული მოწყობილობების შეუფერხებელი და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფა;
** ახლად გაზიფიცირებულ ფართებში გაზგაყვანილობის ქსელის, მოწყობილობების პროექტთან შესაბამისობის შემოწმება და გაზის პირველადი ჩართვა;
** აბონენტებისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარება გაზის მოწყობილობებისა და დანადგარების უსაფრთხო გამოყენების შესახებ;
** აღრიცხვის კვანძისა და გაზის ქსელის შემოწმება, დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება
** გაზმომარაგების ქსელზე გაჟონვის აღმოფხვრა;
** მრიცხველის დემონტაჟი/მონტაჟი, გადალუქვა, გაზს ონკანების შეცვლა/ შეპოხვა;
** გაზის მეურნეობის ტექნიკური რეგლამენტებისა და უსაფრთხოების მოთხოვნათა მკაცრი დაცვა;

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

პირობები:

** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
** ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: public@te.ge ან vacancies@te.ge (ელ - ფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 12 ოქტომბერი;

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით: https://www.te.ge

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |