www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტ მენეჯერი
მომწოდებელი: დეტრა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 12 ოქტომბერი

"დეტრა ჯგუფის" საქმიანობა სრულ საინჟინრო, საპროექტო და საინსტალაციო სპექტრს მოიცავს, ახორციელებს, როგორც პროექტირების სამუშაოებს, ასევე, აგრეგატების მიწოდებას, მონტაჟსა და სისტემების სრული სერვისებით უზრუნველყოფას.
კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებლებთან, შესაბამისად, პრიორიტეტი მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტისა და სერვისის მიწოდებაა.

"დეტრა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას პროექტ მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძის ქ.
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტში ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია;
** შეთანხმებული საბიუჯეტო პარამეტრების მკაცრად დაცვის უზრუნველყოფა;
** პროექტის შესრულების ვადების კონტროლი;
** პროექტის რისკების ანალიზი და მათი პრევენცია;
** თითოეული პროექტის ფარგლებში ყოველკვირეული / ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
** პროექტის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება, რაც არსებითად დაკავშირებულია პროექტის მენეჯერის ფუნქციებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სამუშო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** AutoCAD-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად;

საჭირო უნარები:

** პროექტის დაგეგმვის, ორგანიზების და მართვის უნარი
** მოლაპარაკებების წარმართვის და მაღალი დონის შეხვედრების მართვის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ოპერატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV და რეკომენდაცია წინა სამსახურიდან შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@detra.ge.

CV-ს დასახელებაში მიუთითეთ აპლიკანტის სახელი და გვარი.

მეილის სათაურის ველში - ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |