"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობის" შვილობილი კომპანია "კატევე დეველოპმენტი", სასტუმრო ორბელიანი რეზიდენსზე აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ონლაინ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: დისტანციური
ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სასტუმროსა და კომპანიის ტურისტული ობიექტების გაყიდვების ეფექტური სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება;
** გაყიდვების წლიური და კვარტალური გეგმების შედგენა და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
** ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
** პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაციების ჩატარება;
** გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან/პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარების მიზნით, რეგულარული ვიზიტების და სატელეფონო ზარების განხორციელება;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
** ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** რეგულარული რეპორტინგი მენეჯმენტთან.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Fidelio, Outlook, Excel).
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
** პრეზენტაბელურობა
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის მართვის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2023 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!