www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: განვადებისა და გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: Webmart
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 12 ოქტომბერი

კომპანია "webmart.ge" აცხადებს ვაკანსიას განვადებისა და გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შაბათს - 15:00 საათამდე, კვირა დასვენების დღე (შესვენება 1 საათი)
** ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი, საშუალოდ 1000 ლარი
** მუშაობის პროცესი მიმდინარეობს ოფისიდან (ნაძალადევი, ზედაზენის ქუჩა)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განვადების ან გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel) მომხმარებლის დონეზე სასურველია
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის განვადების პირობების გაცნობა, განაცხადის შევსება და პარტნიორ ბანკში გადაგზავნა;
** საჭიროების შემთხვევებში შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა
** მომხმარებლისთვის კომპანიის პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა

უნარები:

** გაყიდვების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@webmart.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ონლაინ განვადებისა და გაყიდვების მენეჯერი).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |