"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია, რომელმაც 2010 წლიდან უბნის მაღაზიის ფორმატით პირველმა დაიწყო ოპერირება. ამ დროიდან მოყოლებული, ქსელი დღითიდღე ფართოვდება და ამჟამად 430-მდე მაღაზიით არის წარმოდგენილი და არის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი ქვეყნის მასშტაბით.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქუთაისი
ჩვენი უპირატესობებია
** ჩვენ ვართ სტაბილური დამსაქმებელი ბაზარზე 2010 წლიდან
** ჩვენ გვაქვს 400-ზე მეტი მაღაზია, რაც გულისხმობს დასაქმების შესაძლებლობას შენგან 2 ნაბიჯში, მოსახერხებელ ადგილას
** ჩვენთან სწრაფი კარიერული წინსვლის შესაძლებლობაა
** ჩვენთან პროფესიული განვითარების მუდმივი მხარდაჭერაა
** ჩვენთან კონკურენტული ანაზღაურებაა
** ჩვენთან ყველაზე ხანმოკლე სტაჟირებაა, რომელიც ანაზღაურდება პირველივე დღიდან
** ჩვენთან დაგხვდება მეგობრული სამუშაო გარემო
ფუნქცია - მოვალეობები
** დაქვემდებარებული ცვლის პერსონალის მართვა;
** სავაჭრო და სააღრიცხვო პროცესების მართვა დაქვემდებარებულ ცვლაში;
** მაღაზიაში შემოსული პროდუქციის მიღება, მითვლა და დასაწყობება;
** მაღაზიაში პროდუქციის ნაშთის და ვადების კონტროლი;
** მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
** მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი.
ვაკანსიის მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გუნდის მართვის გამოცდილება.
დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ
** შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://career.orinabiji.ge/
** გამოგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე HR1@orinabiji.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი
** დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 591 23 09 10/ 032 2 00 22 00
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!