ველით ახალ წევრს "არომაკოს" გუნდში კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
არომაკო წარმოადგენს არომა მარკეტინგში 18 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო ბრენდს, რომელიც საქართველოში 2019 წლიდან ოპერირებს. ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ პრობიოტიკებით გაჯერებული, ჯანსაღი და სურნელოვანი პროდუქტების ფართო ასორტიმენტს.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://aromaco.ge/
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ:
** გამოიმუშაოთ ანაზღაურება 1000 ₾ (ფიქსირებული);
** ყოველთვიურად გაზარდოთ საკუთარი ბონუსი, პორტფელის ზრდასთან ერთად;
** გახდეთ ჩვენი ბრენდის ბიზნეს პარტნიორი.
ჩვენ დაგახვედრებთ:
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
რა იქნება თქვენი მოვალეობები:
** "არომაკოს": გუნდთან ერთად ბიზნესის განვითარება;
** კორპორაციული კლიენტებისთვის "არომაკოს" პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** კორპორაციულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და პროდუქციის გაყიდვა;
** კორპორაციულ კლიენტებთან გრძელვადიანი და სტრატეგიული ურთიერთობების ფორმირება.
დამატებითი ინფორმაცია:
** სასურველია, გყავდეთ ავტომობილი;
** ჩვენ აგინაზღაურებთ ცვეთისა და საწვავის ხარჯებს;
** სამუშაო გრაფიკია კვირაში 40 საათი;
** მისამართი: ქავთარაძის 13.
თუ გაქვს შენი თავის იმედი, გელით ჩვენთან, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: hr@aromaco.ge და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!