www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კარგონი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

საქართველოში პირველი ციფრული ლოგისტიკური პლატფორმა "კარგონი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

"კარგონი" არის 500 სტარტაპ აქსელერაციის პროგრამის გამარჯვებული (სან-ფრანცისკო)

გახდი ყველაზე დინამიური სტარტაპის ნაწილი რეგიონში

https://cargon.com/ka/

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო, წერილობითი კომუნიკაცია
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება, არსებული მომსახურების/სერვისის შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** დაინტერესებულ კომპანიებთან შეხვედრების ორგანიზება;
** კლიენტებთან მოლაპარაკების სრული პროცესის მართვა, შეთავაზებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა.
** გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, MS Excel-ის ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cargon.com.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 25 სექტემბერი

წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება ელექტრონულ მისამართზე 6 თვის ვადით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |