www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ამბულატორიული განყოფილების კოორდინატორი
მომწოდებელი: სამედიცინო ცენტრი ინოვა
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 12 ოქტომბერი

სამედიცინო ცენტრი "ინოვა" აცხადებს ვაკანსიას ამბულატორიული განყოფილების კოორდინატორის პოზიციაზე.

"ინოვა" მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც თბილისში 2015 წლის ოქტომბრიდან გაიხსნა და პაციენტებს კომფორტულ სივრცესა და მაღალ პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს. ინოვა დაფუძნდა წამყვანი ექიმებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების თანაპარტნიორობის შედეგად.

ადგილმდებარეობა - საბურთალო, ზ. ანჯაფარიძის I შეს. #6;
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
ანაზღაურება - პირველი სამი თვე 600 ლარი, შემდეგ 700 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკაში მომუშავე ექიმების შესახებ პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ჩაწერისთვის საჭირო ინფორმაციის გაცემა;
** კლინიკაში შემოსული პაციენტების გადამისამართება შესაბამის რგოლთან და სივრცეში;
** ამბულატორიული და სტაციონარული პაციენტებისთვის შესაბამისი რიგის ნომრების გაცემა და მათი გადაადგილების ორგანიზება/მონიტორინგი;
** პაციენტების მომსახურება სერვის პლუსით განსაზღვრული მომსახურების სტანდარტების დაცვით;
** რიგების მართვა;
** კომპეტენციის ფარგლებში სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება;
** გამართული მეტყველება ქართულად;
** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური ან რუსული (საკომუნიკაციო დონეზე);

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ამბულატორიული განყოფილების კოორდინატორი"

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |