www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: Georgian Property Investment Group
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 12 ოქტომბერი

"Georgian Property Investment Group" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

ჩვენი გუნდის თითოეული წევრის მიზანია მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა, გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, საქართველოში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის სტანდარტების შესაბამისობა საერთაშორისო მოთხოვნებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინტერესი უძრავი ქონების/გაყიდვების მიმართულებით.
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** პუნქტუალობა.
** გუნდურად მუშაობის უნარი.

მოვალეობები:

** უძრავი ქონების მოძიება და შესაბამის პორტალზე/საიტზე პროდუქტის განთავსება;
** დაინტერესებული მხარეებისათვის კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკების წარმოება;
** უძრავი ქონების მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება;
** მომხმარებელთათვის სასურველი ობიექტის მოძიება და შეთავაზება;
** ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება - ხელშეკრულებების გაფორმება;
** ყოველკვირეული ანგარიში კომპანიის მენეჯმენტთან.

ჩვენ გთავაზობთ:

** საქმის საფუძვლიანად შესწავლას.
** კომფორტულ სამუშაო გარემოს.
** საქმიანი შეხვედრისათვის კომპანიის ავტომობილით მომსახურებას.
** ულიმიტო სასაუბრო დროს.
** კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი - 11:00-19:00, შაბათი - 11:00-15:00, კვირა - დასვენების დღე.

ანაზღაურება:

** ყოველი წარმატებული გარიგებიდან საკომისიოს 50% (1500-10000 ლარი, სრულად გამომუშავებით).
** საბონუსე სისტემა და წამახალისებელი აქციები.

მდებარეობა: ქ. თბილისი, ანდრია აფაქიძის ქუჩა, N5, Tiflis Business Center, მეტრო სადგურ ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სპორტის სასახლის გვერდით.

თუ აკმაყოფილებთ შესაბამის მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე sales.gpig@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |