სამგზავრო ინვენტარის შემომტანი კომპანია - "რეგალია" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია ევროპული ბრენდების WENGER, VICTORINOX, TRAVELITE, TITAN, SWISS GEAR, PIQUADRO, DOPPLER სრული სამგზავრო ეკიპირება: ჩემოდანი, ზურგჩანთა, ლეპტოპის ჩანთა, ქოლგა, საწვიმარი, ბიზნეს მგზავრობისთვის კომფორტული სამგზავრო ჩანთები და სხვა აქსესუარები.
https://www.regalia.ge/
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება;
** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** მიზანსწრაფულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: ana.gviniashvili@regalia.ge და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("მაღაზიის კონსულტანტი - თბილისი").
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!