სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელზე მეტია უკვე წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-მდე ფილიალს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.
"დეილი" სუპერმარკეტების ქსელი აქტიურად ფართოვდება რეგიონში. ამ ეტაპზე ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ქუთაისში შემდეგი პირობებით:
** ზეგანაკვეთური საათები ანაზღაურებადია დამატებით 25%- გაზრდილი ოდენობით;
** ღამე მუშაობის საათები (24:00-09:00სთ) ანაზღაურებადია დამატებით 25% გაზრდილი ოდენობით;
** გეგმიური ბონუსი მაღაზიის ნავაჭრის მიხედვით;
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება (პროგრამა 1C)
** სალაროსთან არსებული პროდუქციის შევსება, ვადიანობის და ფასმაჩვენებლების სიზუსტეზე ზრუნვა;
** სექციაში არსებული თაროების მოწესრიგება და პროდუქციის განთავსება დადგენილი წესის შესაბამისად;
** მომხმარებლებისთვის ეფექტიანი მომსახურების გაწევა;
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია 1 C პროგრამის ცოდნა (ან შევასწავლით ადგილზე);
** გამოცდილება არ არის აუცილებელი;
პიროვნული მახასიათებლები:
** სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;
** თავაზიანი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 სთ), სამუშაო ცვლის შეთანხმება შესაძლებელია
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@daily.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 555 216 514
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანია "დეილის" აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას : გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!