სასტუმრო "Twenties" ძველი თბილისის შუაგულში, ისტორიულ ადგილას მდებარეობს და შექმნილია ოციანი წლების კულტურის შთაგონებით. სიმყუდროვე, სიმშვიდე, დახვეწილი ინტერიერი და ტერასა ის განსაკუთრებული ატრიბუტებია, რაც სასტუმროს გამორჩეულს ხდის, ხოლო სტუმრის გამოცდილებას - უნიკალურს.
სასტუმრო "Twenties" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** შეძლოს ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსავლებისა და გაყიდვების მიზნების მიღწევა და მოგების მაქსიმიზაცია;
** მონაწილეობა მიიღოს წლიური საოპერაციო ბიუჯეტის შედგენაში, კომპანიის გაყიდვების გეგმის, ფინანსური და ბიზნეს გეგმების შემუშავებაში;
** ყოველთვიურად შეადგინოს რეპორტი და გაყიდვების პროგნოზი არსებული/პოტენციური ბაზრისა და გაყიდვების ტრენდების ანალიზისათვის;
** შემოსავლებისა და საბაზრო წილის გასაზრდელად გაუწიოს ორგანიზება სხვადასხვა აქტივობას;
** მართოს ყოველდღიური გაყიდვების აქტივობები;
** სასტუმროს შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს პოტენციურ პარტნიორ კომპანიებს და ხელი შეუწყოს გაყიდვების ზრდას;
ძირითადი მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა;
** გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
განვიხილავთ ნაწილობრივ დისტანციურ სამუშაო გრაფიკსაც.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@hoteltwenties.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიცია.
გისურვებთ წარმატებებს!