www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 12 ოქტომბერი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის თანამდებობაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს ავეჯის მასალების იმპორტიორ ლიდერ კომპანიას.

"ელთიბის" აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი. კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

სამუშო პირობები:

** კვირაში 5 სამუშაო დღე, დასვენება: შაბათი-კვირა;
** სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიწოდება მაღაზიებისთვის სატვირთო მანქანის საშუალებით, თბილისსა და რეგიონების მასშტაბით
** კომპანიის საჭიროებების მიხედვით თანამშრომლების გადაადგილების უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B, C კატეგორიის მართვის მოწმობა
** ავტომტვირთავზე მუშაობის გამოცდილება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი

პიროვნული თვისებები:

** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა
** თავაზიანობა, დელიკატურობა

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off)
** თიმ ბილდინგი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მძღოლი".

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

კომპანია "ელთიბიში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"ელთიბი" - კომპანია, სადაც შენი შესაძლებლობები ყოველდღე იზრდება!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |