"დეგუსტო" არის კაფეტერიათა ქსელი, რომელიც 2016 წლიდან ოპერირებს ბაზარზე 15 ფილიალით და დღემდე ინარჩუნებს ლიდერულ პოზიციას.
კომპანია ემსახურება ერთ მთავარ იდეას: "ჯანმრთელი და ხარისხიანი საკვები, კარგ სერვისთან ერთად შესაძლებელია სწრაფ და მოსახერხებელ ფორმატში, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად."
ვაკანსია ცხადდება ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
** დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მართვა;
** ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** შეკვეთების გაკეთება და პროდუქციის მიღება;
** სასაწყობე მარაგების კონტროლი და შესაბამისი წესის დაცვით;
** სალაროს კონტროლი და ნაღდი ფულის ინკასაციის უზრუნველყოფა;
** ობიექტზე სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვა და კონტროლი;
** ფილიალში შესაბამისის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სარესტორნო ქსელში მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** პერსონალის მართვის გამოცდილება;
** მარაგების მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
სამუშაო განრიგი და ანაზღაურება:
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
** სამუშაო საათები: 09:30-დან 18:30-მდე;
** დასვენების დღეები: შაბათი-კვირა;
** ანაზღაურება: 1200 ლარი + კვება + ბონუსი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@degusto.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ფილიალის მენეჯერი".
დეგუსტო მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!