"ოპტიმისტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი (ერთი დასვენების დღე).
** ანაზღაურება: სტაჟიორის საწყისი ანაზღაურება დარიცხული 700₾. (სტაჟირების ხანგრძლივობა 2 თვე).
** კონსულტანტის ფიქსირებული ანაზღაურება დარიცხული 900₾ და დამატებით ბონუსი (150-300₾).
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება;
** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
პიროვნული მახასიათებლები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** მიზანსწრაფულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
კომპანია "ოპტიმისტი" შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: hr@optimist.ge და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მაღაზიის კონსულტანტი - თბილისი).
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!