შპს "AWARD" აცხადებს შესყიდვების მენეჯერის ვაკანსიას.
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ხელფასი: 3125 ლარი (დარიცხული)
მოვალეობები:
** ბაზრის მუდმივი კვლევა, მომწოდებელთა მოძიება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე, მომწოდებელთა ბაზების შექმნა და მართვა;
** შესყიდვების გეგმის შემუშავება და მართვა;
** შესასყიდი მასალის კომპანიისათვის მისაღები ხარისხისა და ფასის შეთანხმების მიზნით მოლაპარაკებების წარმოება ადგილობრივ და უცხოელ მომწოდებლებთან;
** იმპორტული მასალების ტრანსპორტირების დაგეგმვა, გადაზიდვის პროცესის კონტროლი და საბაჟო პროცედურების აღსრულება;
** შესყიდვებთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, სერტიფიკატების და ა.შ შეგროვება;
** მომწოდებლებისგან წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
** მასალების შესყიდვის მოთხოვნიდან, ამ მასალების საწყობში მიწოდებამდე პროცესისა და ვადების კონტროლი;
** მასალის საწყობში მიწოდების შემდგომ, შეძენილი მასალის შესახებ კომპანიის ფინანსური სამსახურის ინფორმირება;
** შესყიდვის მოთხოვნის შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე შესყიდვების განხორციელება, თითოეული შესყიდვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და კომპანიის ფინანსური დეპარტამენტისთვის დროული მიწოდება;
** კომპანიის მიმდინარე პროექტების მოთხოვნის შესაბამისად, მიღებული ინფორმაციის დამუშავება, საჭირო მასალების მოძიება და ამ მასალების ობიექტისთვის დროულად მიწოდების პროცესის მართვა;
** პერიოდული ანგარიშების მომზადება და რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;
აუცილებელი პროფესიული მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, ხოლო სამშენებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@award.ge
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 15/10/2023.
გისურვებთ წარმატებას!