www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: ინტელექტრო
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

შპს "ინტელექტრო" არის ელექტრო და უსაფრთხოების სისტემების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია საქართველოს ბაზარზე.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ტექნიკური სპეციალისტის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** უსაფრთხოების სისტემების ტესტირება, შესწავლა და მუშაობის პრინციპების კარგად ცოდნა
** უსაფრთხოების სისტემების გამართვა და პროგრამირება
** მწარმოებლებთან კომუნიკაცია ტექნიკური საკითხებთან დაკავშირებით
** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა როგორც ოფისში, ასევე ტელეფონით
** პრეზენტაციების და ტრენინგების ჩატარება სისტემების გამართვასა და პროგრამირებაში

მოთხოვნები:

** სასურველია განათლება ელექტრონიკის მიმართულებით
** უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების და ელექტრონიკის მიმართ ინტერესი
** გამოცდილება უსაფრთხოების ელექტრონული სისტემების ან ელექტრონული მოწყობილობების გამართვასა და პროგრამირებაში
** პრეზენტაციის და ტრენინგის მომზადების და ჩატარების უნარი
** თვითგანვითარების სურვილი
** გუნდში მუშაობის უნარი
** ტექნიკური ინგლისურის წაკითხვის და წერის უნარი

რას გთავაზობთ:

** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს ოფისში
** ხელფასი 1500 ლარი
** გამოსაცდელი პერიოდი, რომელიც იქნება 1-დან 3 თვემდე, ანაზღაურება ამ პერიოდში 1000 ლარი.
** ბონუსები;
** კომპანიის ზრდასთან ერთად, პროფესიული ზრდის და ანაზღაურების მატების შესაძლებლობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე vacancy@intelectro.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |