www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Dressup Group
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"დრესაპ ჯგუფი" 29 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 60-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge

"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** მაღალი ანაზღაურება;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე;
** 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიანი "დრესაპის" ვაუჩერი;
** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** "ფიტპასის" მომსახურება.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება 1300 -1500 ლარი;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში (7 ან 8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე (1 საათი შესვენება);
** დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე;
** სამუშაო ადგილი - ქალაქი თბილისი;

ფუნქციები და მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
** პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
** პროდუქციის გაყიდვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება.

კანდიდატთა შერჩევა:

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: cv@dressup.ge 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "კონსულტანტი - თბილისი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |