სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.
"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.
სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ; პარასკევი 10:00-17:00 სთ.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ზედამხედველობის რეპორტინგის მომზადება;
** ფინანსური აღრიცხვისთვის ბუღალტრული გატარებების მომზადება;
** ბანკისთვის წარსადგენი ყოველთვიური და კვარტალური ფინანსური რეპორტების მომზადება IFRS სტანდარტის მიხედვით;
** ბანკისთვის წარსადგენი ყოველთვიური/კვარტალური ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
** თვიური და კვარტალური ბონუსების და საკომისიოების დათვლა;
** შიდა ფინანსური ანგარიშების მომზადება;
** სხვადასხვა სახის ანგარიშების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით (ბაკალავრი);
** სასურველია ჰქონდეს ACCA ან CFA სერტიფიკატი;
** სასურველია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საჭიროა MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2023 წლის 01 სექტემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ფინანსური მენეჯერი".
სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313; ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.
გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.