ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მატერიალური რესურსების სამსახურის სამეურნეო ადმინისტრირების დეპარტამენტში მუშის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პოზიციის შესაბამისად გონივრულ ვადაში დაკისრებული მოვალეობების შესრულება, კერძოდ, უშუალო უფროსის მიერ მითითებული სხვადასხვა სამუშაოები;
** პირადად შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო;
** უნივერსიტეტის სხვადასხვა კორპუსიდან ინვენტარის და მასალების დატვირთვა, გადმოტვირთვა, გადაადგილება;
** სხვა და სხვა ტვირთის დახარისხება და დალაგება;
** ხელმძღვანელი პირების მითითების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოსაყენებელი ინსტრუმენტების დასახელების და გამოყენების წესების ცოდნა;
** შრომის დაცვის ნორმების, უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის ცოდნა;
** კარგი ფიზიკური მზაობა;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მოწესრიგებულობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
** შრომისმოყვარეობა;
** დისციპლინურობა;
** თავაზიანობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:00 საათიდან - 18:00 საათამდე (1 საათი შესვენება).
ანაზღაურება 1150 ლარი (დარიცხული)
მისამართი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge 2023 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით (გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მუშა".
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ჯანმრთელობის ცნობა.
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.