კინოთეატრების ქსელი "კავეა" ეძებს თანამშრომლებს მოლარე/ოპერატორის პოზიციაზე.
პოზიციის მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება კინოთეატრის პროდუქციაზე და სერვისებზე; მომხმარებლის დაკვალიანება.
** პროდუქციის/სერვისის გაყიდვა და სალარო პროგრამაში დაფიქსირება.
** მომხმარებლის ბილეთების ვალიდაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა B1+ დონეზე
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს უმაღლესი განათლება
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების/გაყიდვების სფეროში
** უპირატესობა მიენიჭება საოფისე პროგრამების ცოდნას
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სიახლეებთან ადვილი ადაპტაცია
სამუშაო გრაფიკი:
** სამუშაო დრო: კვირაში 4-დღე, სრული განაკვეთი, ცვლის მიხედვით.
** დასვენება: კვირაში - 3 დღე, ცვლის მიხედვით.
** შესაძლებელია არასრული განაკვეთი დღის პირველ და მეორე ნახევარში.
რატომ ჩვენთან:
** განვითარების შესაძლებლობა
** უფასო ბილეთები შენთვის და შენი მეგობრებისთვის
** კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესების შემთხვევაში მოგვაწოდეთ CV და სამოტივაციო წერილი (სასურველია) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cavea.ge. იმისთვის რომ გაადვილდეს განხილვის პროცესი, გთხოვთ წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მოლარე/ოპერატორი".
ასაკი: 17-დან 25 წლამდე
შესარჩევი პირველი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.
თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებული იქნება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და შეინახება 1 წლის განმავლობაში.