www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუტორი, წარმოების თანამშრომელი
მომწოდებელი: საოჯახო
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

კომპანია "საოჯახო" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული 09:00-18:00, დასვენება კვირა
** მდებარეობა: თბილისი, ჭყონდიდელის 20/2 (ნახალოვკა, მეტრო ნაძალადევთან ახლოს)
** ანაზღაურება: გამომუშავებაზე, 1400 + ოდენობით

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის პროდუქციის დროული მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** სავალდებულოა საკუთარი ავტომობილის ყოლა;
** სადისტრიბუციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** კომუნიკაბელურობა;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** მოწესრიგებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: info.saojakho@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული CV არ განიხილება! დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 551 128 253

კომპანია "საოჯახო" აცხადებს ვაკანსიას წარმოების თანამშრომლის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული 09:00-18:00, დასვენება შაბათი-კვირა
** მდებარეობა: თბილისი, ჭყონდიდელის 20/2 (ნახალოვკა, მეტრო ნაძალადევთან ახლოს)
** ანაზღაურება: გამომუშავებით 600-1300 ლარამდე

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის ასორტიმენტის, წარმოებაში შემოსული დამხმარე მასალების და პროდუქციის ცოდნა;
** სამუშაო ადგილის, ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის სათანადო სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაში შენახვა;
** დაფასოების უბანზე გენერალურ დალაგებებსა და სანიტარულ დღეებში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მოწესრიგებულობა;
** აუცილებელი მოთხოვნაა იყოს არამწეველი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;

P.S გაითვალისწინეთ, რომ წარმოება ეხება სუნელ-სანელებლებს, მათ შორის წითელ წიწაკას და შავ პილპილის დაფქვა, შესაბამისად არ უნდა იყოთ ალერგიული აღნიშნულ პროდუქტებზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: info.saojakho@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული CV არ განიხილება! დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 551 128 253.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |