www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პურ-ფუნთუშეულის მცხობელი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 46 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას აღნიშნულ პოზიციაზე, მთავარია გიყვარდეთ ცომეულის ცხობა დიასახლისის დონეზე, დანარჩენს ჩვენ შეგასწავლით ადგილზე.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენთაგანი ხართ, შემოგვიერთდით, პურ-ფუნთუშეულის მცხობელის პოზიციაზე შემდეგ ფილიალებში:

წერეთელი, აგლაძის #87 08:00-16:00 სთ კვირაში 6 დღე
მოსკოვის პროსპექტი, იარაჯულის #3- 12:00-20:00 სთ კვირაში 6 დღე
ვარკეთილი, ჯავახეთის #80 08:00-16:00 სთ კვირაში 6 დღე

სამუშაო პირობები:

ანაზღაურება: დღეში 40 ₾ + პროცენტი გაყიდვებიდან (150 ლარიდან)
ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ ან ორ კვირაში ერთხელ ურთიერთშეთანხმებით.

პურ-ფუნთუშეულის მცხობელის ძირითადი მოვალეობები:

** პურ-ფუნთუშეულის სხვადასხვა სახეობის გამოცხობა (ქურაში).
** დახლების რეგულარული შევსება.
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი.
** სისუფთავის დაცვა.

** პიროვნული უნარ-ჩვევები
** კომუნიკაბელურობა
** მოწესრიგებულობა

აღნიშნული პოზიციით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@zgapari.ge ან დაგვირეკოთ ნომერზე: 577 23 33 25.

ვაკანსიის განხილვის ბოლო ვადა 11 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |