www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: სამედიცინო ლაბორატორია სინევო
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი საქართველოში "სინევო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** კომუნიკაციის წარმოება ადგილობრივი სამედიცინო და არასამედიცინო დაწესებულებებთან, ექიმებთან.
** პროდუქტებზე/სერვისების პრომოცია და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა,
** რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე მიმდინარე საქმიანობის, მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, და/ან სამოქმედო გეგმის შესახებ.
** კორპორაციული კლიენტების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება;
** პოტენციური დამკვეთების ობიექტებზე მისვლა, გადაწყვეტილების მიმღები პირების საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვება, მათთან შეხვედრების ორგანიზება;
** გაყიდვების გეგმის შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სამედიცინო ან ბიოლოგიური განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი უნარები:

** პრეზენტაციის კარგი უნარი (ვერბალური უნარი);
** კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** შედეგებზე ორიენტაცია;
** შეცვლილ გარემოში ადაპტირების და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე, 2023 წლის 13 ოქტომბრამდე ელფოსტაზე: marketinghr@synevo.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

"სინევო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"სინევოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |