www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ჰალუშკა
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

უკრაინულ კაფეში "ჰალუშკა" ცხადდება ვაკანსია მზარეულის პოზიციაზე.

კაფე მუშაობს მხოლოდ გატანაზე და მზადდება მხოლოდ უკრაინული კერძები.

ადგილმდებარეობა - საბურთალო;
სამუშაო დღეები - კვირაში 2 დღე;
სამუშაო გრაფიკი - 11:00-21:00;
ანაზღაურება - 60 ლარი.

მოვალეობები:

** კერძების რეცეპტის მიხედვით მომზადება
** საკვების ხარისხის უზრუნველყოფა
** პროდუქტის ზუსტი ხარჯთაღრიცხვა, ვადების კონტროლი
** შემდეგი დღისათვის პროდუქტების მომზადება (ნახევარფაბრიკატები).
** სამუშაო ადგილის სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა.
** სამზარეულო დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა.
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ჩაითვლება უპირატესობად - უკრაინული ან რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა, უკრაინული სამზარეულოს კერძებთან მუშაობის გამოცდილება, პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით

პიროვნული მახასიათებლები:

** შრომისმოყვარეობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** კეთილსინდისიერება
** პუნქტუალურობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** დატვირთულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი

გთავაზობთ:

** სტაბილური ანაზღაურება რეგულარული გადახედვით
** კეთილმეგობრული კოლექტივი
** სასიამოვნო სამუშაო ატმოსფერო

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი სივი მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: halushka.ge@gmail.com, დანიშნულებაში პოზიციის მითითებით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |