www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ზებრა გრუპი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

"ზებრა გრუპი" აცხადებს ვაკანსიას დასავლეთ საქართველოს მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

გრაფიკი შეთანხმებით (კვირაში 2 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: დღეში 50 ლარი + მივლინების თანხა.

ძირითადი სამუშაო ადგილი აჭარის, იმერეთისა და სამეგრელოს დიდ ქალაქებში განთავსებული მაღაზიების მონიტორინგი.

აუცილებელი პირობა:

** ქუთაისის ან ბათუმის მცხოვრები;
** საკუთარი ავტომობილი.

ძირითადი მოვალეობები:

** სადისტრიბუციო ობიექტებზე მისვლა, პროდუქციის მოწესრიგება და პლანოგრამის მიხედვით დალაგება კონკრეტულ განყოფილებებში;
** სადისტრიბუციო ობიექტზე წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** პროდუქციის გამოტანა ობიექტის საწყობიდან და თაროებზე განთავსება;
** ყველაზე მომგებიანი ადგილების დაკავებასა და ამ ადგილებისა და თაროების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** სტენდების/თაროების მაქსიმალურად შევსება;
** პროდუქციის ფასების გაკონტროლება;
** მარაგების/რაოდენობების გაკონტროლება;
** განთავსებული პროდუქციის ფოტომასალის ყოველდღიურად წარდგენა WhatsApp-ის მეშვეობით.

მოთხოვნები:

** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Word, და ა.შ.)
** ინდივიდუალური მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარე, დისციპლინირებული, ორგანიზებული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@zebra-group.ge. საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

წარმატებას გისურვებთ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |