დეველოპერული კომპანია "იქსორი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენთან გელოდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** კომფორტული სამუშაო გარემო
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** მეგობრული პერსონალი
ფუნქცია-მოვალეობები:
** კლიენტების ინფორმირება მიმდინარე პროექტების მშენებლობის სტადიების შესახებ
** კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია; ტექნიკური თუ სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაციით.
** კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების მონიტორინგი
** დასრულებული აპარტამენტების მონიტორინგი და ჩაბარება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
** კლიენტთა მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი
** კლიენტთა მხრიდან ხელმოსაწერი დოკუმენტაციის (თანხმობა, განცხადება და ა.შ.) მართვა და მონიტორინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესობად).
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი
** კომუნიკაბელურობა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
ადგილმდებარეობა: თბილისი, შარტავას ქუჩა 29
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო საათები: 11:00 - 19:00 (შაბათ-კვირის გარდა)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@x2.ge. წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 13 ოქტომბერი. არასრულად წარმოდგენილი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!