www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კურიერი საკუთარი ავტომობილით
მომწოდებელი: ონვეი დელივერი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

საკურიერო კომპანია "Onway Delivery" აცხადებს ვაკანსიას საკუთარი ავტომობილით მოსიარულე კურიერის პოზიციაზე თბილისში.

უბნები: ვერა-ვაკე, საბურთალო, დიდი დიღომი, ისანი-სამგორი, ნახალოვკა (კურიერი იმუშავებს მხოლოდ ერთ კონკრეტულ უბანზე)

სამუშაო პირობები:

** განაკვეთი: სრული (ორშ-პარასკევი: 10:00-19:00, შაბათი: 10:00-17:00)
** ანაზღაურება გამომუშავებით: 1200-1500
** საწვავს სრულად ანაზღაურებს კომპანია

ძირითადი მოვალეობები:

** გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად
** ავტომობილით იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე გზავნილების მიწოდება

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 20-დან 50 წლამდე
** საკუთარი ავტომობილის ქონა (სასურველია ტევადი)
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** სასურველია კურიერად მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა
** დისციპლინირებულობა
** ორიენტაციის უნარი
** მოტივირებულობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდგომ ეტაპებს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე
** გასაუბრება

აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@onway.delivery. ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მანქანით მოსიარულე კურიერი თბილისი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |