www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: Glass Work
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 50000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიციური პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.

კომპანია "Glass Work" 2012 წლიდან წარმატებულად ოპერირებს ბაზარზე და წარმოადგენს ფრანგული კორპორაცია Saint-Gobain-ის და ბრიტანული კომპანია Pilkington-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. კომპანია მუდმივად ცდილობს მოიზიდოს მაღალკვალიფიცირებული კადრები, ხოლო დამწყებ სპეციალისტებს აძლევს შესაძლებლობას მაქსიმალურად განვითარდნენ, გააფართოვონ ცოდნა და აიმაღლონ კვალიფიკაცია (რაც გულისხმობს კომპანიის დაფინანსებით ტრენინგებზე და სპეციალიზებულ სწავლებებზე მონაწილეობას, დამატებით უცხო ენების და კომპიუტერული პროგრამების შესწავლას).

ამ ეტაპზე კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა)
სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 სთ.
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
განაკვეთი: სრული

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოწყობილ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ სამუშაოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობასა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს;

მოვალეობები:

** პროექტებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა ხელმძღვანელთან ერთად;
** ელ-ფოსტასა და სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა - ოპერატიული რეაგირება;
** მომხმარებლების საჭიროების გარკვევა და შესაბამისი პირობების გაცნობა;
** შეხვედრების ორგანიზება;

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის, ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს;
** საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა რომელიმე უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@glasswork.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე 574750011. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |