კომპანია "გსმ სერვისი" 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურება როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილი, თვალჭრელიძის მე-4 შესახვევი, #5
სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული;
კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას - სერვისის აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სერვისში შემოსული სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა, განაცხადების გახსნა და პროგრამაში რეგისტრაცია;
** პროგრამაში რეგისტრირებული განაცხადების მიმოხილვა, სერვისის მენეჯერზე ინფორმაციის მიწოდება;
** სერვისის მიერ ჩატარებული სამუშაოების აღრიცხვა, შესაბამის განაცხადებში გატარება;
** ხელოსნების მიერ შესრულებული სამუშაოების ჩაბარება და განაცხადებში გატარება;
** რეგიონულ ქვეკონტრაქტორებთან შესული მანქანების აღრიცხვა, ჩატარებული სამუშაოების შესაბამის განაცხადებში გატარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა (მუშაობის გამოცდილება) ჩაითვლება უპირატესობას;
** საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** ცვლილებთან შეგუების უნარი;
** გუნდურობა
** პუნქტუალურობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gsmservice.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.