www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: არომაკო
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

ველით ახალ წევრს "არომაკოს" გუნდში ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://aromaco.ge/en?

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ:

** გახდეთ მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდის წევრი;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში ხუთი სამუშაო დღე
** სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე;
** მისამართი: თბილისი, ქავთარაძის 13.

ჩვენ დაგახვედრებთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

რა იქნება თქვენი მოვალეობები:

** არომაკოს აპარატის ინსტალაცია/დეინსტალაცია ობიექტზე;
** აპარატის შეკეთება საჭიროების შემთხვევაში;
** მომხმარებლებისთვის აპარატის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა.

თუ გაქვს შენი თავის იმედი გელით ჩვენთან, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: hr@aromaco.ge და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |