ფარმაცევტული კომპანია "ინოთიმი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე დასავლეთ საქართველოში.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** ფარმაცევტულ კომპანიაში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებისადმი ყურადღება
** გამართული წერითი და მეტყველებითი უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
სამუშაო აღწერილობა:
** სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00 სთ (1 სთ-იანი შესვენებით)
** სამუშაო ტერიტორია: დასავლეთ საქართველო (სასურველია კანდიდატი იყოს ქუთაისში მცხოვრები)
მოვალეობები:
** დასავლეთ საქართველოს რეგიონში მომუშავე გუნდის მართვა
** გაყიდვების გეგმებზე პასუხისმგებლობის აღება
** გაყიდვების ანალიზი და ციკლური შეხვედრების განხორციელება
** ანალიზის საფუძველზე გაყიდვების ზრდის მიზნით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება
** ბაზრის ანალიზი
** თანამშრომელთა პროფესიულ ზრდაზე მუშაობა, მათი მუშაობის ხარისხის ამაღლება
** ლიდერ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება
ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: tea@innoteam.ge
გასაუბრებაზე დავიბარებთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.