კომპანია "მადარტ დელივერი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ლოჯისტიკის განყოფილებაში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზ.
სამუშაო გრაფიკი: სრული
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
ანაზღაურება: 500 ლარი
სტაჟირების პერიოდში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეისწავლოთ:
** ავტოპარკის მართვა და მასთან დაკავშირებული პროცესები;
** შიდა გადაზიდვებთან დაკავშირებული პროცესები;
** რესურსის სწორი და ეფექტური განაწილება;
** ლოჯისტიკის განყოფილებაში მიმდინარე სხვადასხვა პროცესები.
ძირითადი მოთხოვნები:
** MS Office-ის საბაზისო დონეზე ცოდნა.
** მართვის მოწმობა B კატეგორია (მექანიკა).
მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:vacancy@mdelivery.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!