კაფე "30 bubbles" აცხადებს ვაკანსიას სერვისის კონსულტანტი-მოლარის პოზიციაზე.
მისამართი: პუშკინის ქუჩა 25, თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 10:00სთ-დან 17:00სთ-მდე თუ 17:00სთ-დან 24:00სთ-მდე. კვირაში ერთი დღე დასვენება.
ხელფასი: 40 ლარი, პლუს თიფსი.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლის სწრაფად და ეფექტურად მომსახურება
** ყავის და სხვა ცხელი და ცივი სასმელების მომზადება
** ვაფლის, ფრეშის, მილკშეიკის და სხვა საკვები პროდუქტების მომზადება
** შეკვეთების მიღება, ნაღდი და უნაღდო ოპერაციების შესრულება, შეკვეთების გაცემა
** პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა და მის შესახებ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
** რესტორნის სისუფთავის შენარჩუნება
** საკვების უვნებლობის სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ საშუალო განათლება;
** ინგლისური, რუსული და ქართული ენების ცოდნა.
საჭირო უნარები:
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
ბენეფიტები:
** მეგობრული სამუშაო გარემო
** ტრენინგი
** საღამოს ცვლაში კორპორატიული ტაქსით სარგებლობა (24:00 საათის შემდეგ)
** კვებაზე ფასდაკლება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: arsega@list.ru