www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის უფროსი მენეჯერი
მომწოდებელი: on.ge
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / განცხადების ვადა: 18 ოქტომბერი

"On.ge" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის უფროსი მენეჯერის (სრული განაკვეთი) პოზიციაზე.

სამუშაოს მოკლე აღწერა: სოციალური მედიის უფროსი მენეჯერი მართავს კომპანიის ყველა საკომუნიკაციო არხს და ზედამხედველობას უწევს ციფრული მარკეტინგის გუნდს. ამასთან ერთად, ჩართულია სტრატეგიის შექმნა-აღსრულებაში, აწარმოებს კონტენტს და ახდენს მის მენეჯმენტს.

პასუხისმგებლობები:

** სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნა და მისი ყოველდღიურ რეჟიმში აღსრულება-მონიტორინგი.
** სხვადასხვა რედაქციების მიერ შექმნილი კონტენტის გაშლა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებში.
** კონკრეტულად სოციალური მედიისთვის განკუთვნილი და მასზე მორგებული კონტენტის შექმნა.
** ლიდერობა და გუნდის ეფექტურობის უზრუნველყოფა.

მოვალეობები:

** სოციალური მედიის ყოვლისმომცველი, ბრენდის და კლიენტების მიზნებთან თავსებადი სტრატეგიის შექმნა, პერიოდულად გადახედვა და განხორციელება. ეს მოიცავს მიზნების, აუდიტორიების და KPI-ების განსაზღვრას.
** სტრატეგიის შესაბამისად კონტენტ კალენდრის შექმნა.
** კონტენტ კალენდარზე დაყრდნობით სხვადასხვა მულტიმედია მასალის კონსისტენტური დისტრიბუცია საკომუნიკაციო არხებში და შედეგების მონიტორინგი.
** ინდუსტრიაში არსებული ტრენდების და ალგორითმების ცვლილებისთვის თვალ-ყურის მიდევნება და მასზე სტრატეგიისა და ტაქტიკების მორგება შედეგების ოპტიმიზაციის მიზნით.
** მაღალი ხარისხის, ყველა ტიპის კონტენტის წარმოება, წარმოების ზედამხედველობა და კურატორობა; მისი შესაბამისობაში მოყვანა სამიზნე აუდიტორიასთან რეზონანსულობის და რელევანტურობის მიზნით.

კოლაბორაცია რედაქციებთან, კონტენტ კრეატორებთან, დიზაინერებთან, ქოფირაითერებთან როგორც კომპანიის შიგნით, ისე - გარეთ.

წინასწარ განსაზღვრული კონტენტის რეკლამირება მეტას პლატფორმებზე

საჭირო თვისებები და უნარები:

** სისხარტე
** კრეატიულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ინიციატივების გამოხატვის, მათი არგუმენტირების და პროექტის ბოლომდე მიყვანის უნარი
** სტრატეგიულად აზროვნების უნარი
** კრეატიულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა
** ბიზნეს სუითის და ბიზნეს მენეჯერის ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** სარეკლამო სფეროში ან/და ონლაინ მედიაში მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება პრიორიტეტი

ანაზღაურება და პირობები:

** ანაზღაურება - 2000-3000 ლარი; დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე
** კორპორატიული დაზღვევა
** კურსების და ტრენინგების დაფინანსება
** სამუშაო ფორმატი - ჰიბრიდული

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე hr@on.ge და დანიშნულებაში მიუთითოთ "სოციალური მედიის უფროსი მენეჯერი". განიხილება მხოლოდ სრულყოფილად გამოგზავნილი განაცხადები. On.ge თავად დაუკავშირდება შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |