ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია "გეფა" აცხადებს ვაკანსიას საბითუმო საწყობში (ფეიქართა 14ა) პროდუქციის შემგროვებლის პოზიციაზე.
ჩვენი კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს. გარდა ამისა, ექსკლუზიურად წარმოვადგენთ სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა - The Body Shop, Allain Afflelou, Carter`s და ა.შ.
"გეფასთვის", როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებლისთვის საქართველოში, მთავარი პრიორიტეტი სწორედ თანამშრომლებია, მათი ადაპტაცია, სწავლა/განვითარება, მუშაობის ეფექტიანობის მართვა, სამოტივაციო პროგრამები, ბენეფიტები და კორპორატიული კულტურა, ეს ყველაფერი კი ერთობლიობაში ქმნის იმ გარემოს, რასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - "მეტი ვიდრე სამსახური."
ფუნქცია-მოვალეობები:
** შეკვეთების მომზადება ფაქტურების მიხედვით.
** დროულად და უშეცდომოდ პროდუქციის აგროვება პორტატული ხელის კომპიუტერის საშუალებით
** ტექნიკური და/ან სამუშაოდან გამომდინარე წარმოქმნილი ხარვეზების შემთხვევაში ხელმძღვანელის საქმის კურსში ჩაყენება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაკვირვების უნარი
** სისხარტე
** მოწესრიგებულობა.
კომპანია გთავაზობთ შემდეგი სახის ბენეფიტებს:
** სატრანსპორტო მომსახურებას, მეტრო ღრმაღელიდან და უკან
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვების დაფინანსებას
** 30-50%-მდე ფასდაკლება "ევექსის" კლინიკებსა და ჩვენს სააფთიაქო ქსელში
თუ გსურს, შემოუერთდე ჩვენს გუნდს, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577 34 11 61 ან გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com. საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.