"გეფა" - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.
კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს. ფარმაცევტული სფეროს გარდა "გეფა" მუდმივად ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასევე კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - The Body Shop, ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ჩვილთა და ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელ ამერიკულ ბრენდს Carter`s.
გეფა ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელიც მთავარ პრიორიტეტად სწორედ თანამშრომლებს მოიაზრებს. მათი ადაპტაცია, სწავლება და განვითარება, მუშაობის ეფექტიანობის მართვა, სამოტივაციო პროგრამები, ბენეფიტები და კორპორაციული კულტურა ერთობლიობაში ქმნის იმ გარემოს, რასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - მეტი ვიდრე სამსახური.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გავაძლიეროთ ერთმანეთი!
კომპანია "გეფა" აცხადებს ვაკანსიას Head of Customer Loyalty Department-ის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების სეგმენტაციის ანალიზი, ქცევის შესწავლა, და მიმართულების შესაბამისი განვითარება;
** მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრა და მიზნობრივი აქტივობების განხორციელება
** მომხმარებლის კვლევებში აქტიური ჩართვა და მომხმარებლის ანალიზი
** მომხმარებელთან საკომუნიკაციო არხების შეფასება, განვითარება და მართვა
** დაგეგმილი აქტივობების KPI ჩამოყალიბება და შემდგომი შეფასება
** ლოიალობის სქემების მართვა (ანალიზი, შეფასება, მოდიფიკაცია)
** ლოიალობის კალენდრის მონიტორინგი და მართვა
** პარტნიორებთან მოლაპარაკება ლოიალობის პროგრამებთან დაკავშირებით
** პარტნიორებთან საერთო ლოიალობის პროგრამების სრული ციკლის მართვა (დაგეგმვა/განხორციელება და მონიტორინგი)
** გუნდის მართვა, მოტივაცია და დავალებების სწორად დელეგირება
** წლიური, კვარტალური და თვიური Performance Indicators` რეპორტინგი
ვის ვეძებთ ჩვენ:
პიროვნული მახასიათებლები:
** ჩვენ ვეძებთ გამოწვევების მოყვარულ, სტრატეგიულად მოაზროვნე, კლიენტსა და განვითარებაზე ორიენტირებულ პიროვნებას კარგი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარებით.
** კარგად განვითარებული ანალიტიკა, დეტალებზე ორიენტირებულები და პრობლემების მოგვარების უნარი დაეხმარება ჩვენს მომავალ გუნდის წევრს წარმატებით გაართვას თავი საინტერესო გამოწვევებს.
** ჩვენ ვეძებთ ლიდერული უნარების, კრეატიულ და მეგობრულ გუნდის წევრს.
განათლება/გამოცდილება:
** მაგისტრის ხარისხი - ბიზნესის და/ან მარკეტინგის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** ბიზნესის ან მარკეტინგის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონეზე)
** საოფისე/კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel; MS Word; Outlook)
** Power BI და SQL ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დასაქმება მოხდება შესაფერისი კანდიდატის მომართვისთანავე.
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.