www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინგლისური ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: PH International
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

USAID-ის პროგრამის "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ბიზნეს ინგლისურის კურსი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) PH International-თან პარტნიორობით, აცხადებს ინგლისური ენის მასწავლებლების ვაკანსიას შემდეგ რეგიონებში: აახალციხე, ნინოწმინდა, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, გორი, ოზურგეთი, ახმეტა და მარნეული.

შერჩეული მასწავლებლები გაუძღვებიან USAID-ის პროგრამის "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში მოქმედი ახალგაზრდული ცენტრების წევრი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ ბიზნეს ინგლისურის (A2 და B1 დონის) ინტენსიური კურსის სწავლებას მოცემულ რეგიონებში. კურსი სრულ სასწავლო წელს (ჯამში 8 თვეს) და სწავლების 120 საათს მოიცავს (60 საათი A2 დონეზე და 60 საათი B1 დონეზე). ბიზნეს ინგლისურის გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ ორი საათის განმავლობაში.

დეტალური ინფორმაცია ბიზნეს ინგლისურის მასწავლებლის პასუხისმგებლობების, კვალიფიკაციებისა და ვაკანტურ პოზიციებზე განაცხადის გამოგზავნის წესების შესახებ იხილეთ ინგლისურ ენაზე.
 



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |